წყარო : www.kvirispalitra.ge
დასავლეთს ახლა უფრო აღელვებს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მათ შორის საქართველოშიც. პუტინი ყველა რესურს იყენებს, რათა რუსული ენის და რუსული არხების საშუალებით მოაქციოს რუსულად მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბად ცხოვრობენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან, მათთან ეს საკითხი მეტად პრობლემატურია ვიდრე მაგალითად საქართველოში. ყველაზე მძიმე სურათა უკრაინასა და მოლდავეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს რუსულ-ენოვან გასართობ და ინფორმაციულ არხებს. ეს არხები ატარებენ კრემლის პოლიტიკურ დაკვეთას და ხალხს მასობრივად ურეცხავენ ტვინს.
ესტონეთსა და ლატვიაში ასევე გვხდება მძიმე სიტუაცია, სადაც რუსები მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედს წარმოადგენენ. ამ ორ ქვეყანაში მთავრობა ვალდებული იყო მიემართა ისეთ ზომებისთვის, როგორიცაა რუსულ-ენოვანი მოსახლეობისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევაა. ლიტვა შედარებით სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან აქ რუსული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, თუმცა რუსული გასართობი ტელე-არხები მაინც სარგებლობენ პოპულარულობით. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში შეიმჩნევა რუსული პროპაგანდის ზრდა და ამ საკითხის მოგვარება-კონტროლი აქტიურად დგას დღის წესრიგში.
როგორც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრები, ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ ადამიანი იყო თავისუფალი აირჩიოს, თუ რას და ვის მოუსმინოს, ამიტომ ისინი რუსული არხების აკრძალვას გამორიცხავენ, რაც აუცილებელს ხდის ალტერნატიული გამოსავლის მოძებნას. იყო მცდელობა, რუსული პროპაგანდისტული არხებთან ბრძოლაში შეექმნათ კონტრ-პროპაგანდისტული საინფორმაციო არხები, რამაც ვერ გაამართლა. პროპაგანდასთან კონტრ-პროპაგანდით ბრძოლა არაეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ ესტონურმა, ლატვიურმა და ლიტვურმა საინფორმაციო არხებმა ვერ გაუწიეს კონკურენცია იმ პოპულარულ რუსულ არხებს, რომელიც ყველაზე მეტად აპარებენ პოლიტიკურ გზავნილებს, თუნდაც მოკლე საინფორმაციო გადაცემების საშუალებით.
ამ მხრივ საქართველოში შედარებით კარგი ვითარებაა, საქართველოში რუსულ არხებს, როგორც საინფორმაციო, ისე გასართობს დიდი გავლენაა არ აქვთ. საქართველოს მოსახლეობა ძირითადად ქართულ საინფორმაციო საშუალებებს იყენებს ინფორმაციის მისაღებად. ეროვნულ უმცირესობებში სამწუხაროდ საპირისპირო სიტუაციაა, რაც შეიძლება აიხსნას ქართული ენის პრობლემის გამო. საქართველოს აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა მეტად მიბმული რუსულ არხებზე. ასევე უკანასკნელ პერიოდში იხსნება ქართულენოვანი არხები, რომლებიც დაფინანსებულია რუსების მიერ, რათა ახლა აქცენტი ქართულ მოსახლეობაზე გაკეთდეს.
მთავარი რუსული პროპაგანდისტული გზავნილები შეიცავს შემდგომ მესიჯებს, „ევროპა ტრადიციებს გვართმევს“ ან „დასავლეთი ‘გვაპიდარასტებს’“. „უკრაინას და ბალტიისპირეთს ფაშისტები მართავენ და საქართველოს ნაციონალები“. ასევე ისმის გზავნილები, როგორიცაა „ჩვენ მოძმე ერები ვართ, მართლმადიდებლები“ და „დასავლეთი ცდილობს ოჯახური ტრადიციების მოსპობას“.
საგანგაშოა, რომ ასეთი ტიპის პროპაგანდას მოაქვს შედეგი, რომელიც ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა ზრდით გამოიხატება. ახლა კი საჭიროა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დემოკრატიული და ეფექტური გზებით დავუპირისპირდეთ მეტად საშიშ ფენომენს — რუსულ პროპაგანდას.